Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: ევროპანელ გრუპი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

კომპანია "ევროპანელ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქ. #12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ პროექტებზე მასალის მოცულობების გამოთვლა;
** ფასადზე არსებული კონსტრუქციისა და ქვეკონსტრუქციის გრძივი მეტრობის, კვ/მ-ბისა და 2D ნახაზების შედგენა;
** არსებულ პროექტზე საჭირო მასალების მორგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი არქიტექტურის მიმართულებით;
** ArchiCAD და AutoCAD არქიტექტურული პროგრამების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** მოწესრიგებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hr@europanels.ge.

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია
(რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.