Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: Castello
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

მულტიბრენდული ავეჯის შოურუმი "Castello" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

მოთხოვნები:

** B, C კატეგორიის მართვის მოწმობა.
** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

მოვალეობები:
** ავეჯის მიწოდება სატვირთო მანქანის საშუალებით, თბილისსა და რეგიონების მასშტაბით.
** ავეჯის მიღება/ჩაბარების და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა.
** კომპანიის კუთვნილი მანქანის მოვლა და მისი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.
** კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი;
** სუბორდინაციისა და შიდაგანაწესის განუხრელი დაცვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ადეკვატურ სახელფასო სისტემას, ფიქსირებულ ანაზღაურებასა და სოც. პაკეტს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და პირობებს;
** თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაციის საშუალებას;
** განვითარებაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე info@castello.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მძღოლი", წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.