Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: Stipfold
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

არქიტექტურულ კომპანია "სტიფპოლდში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ინტერიერის დიზაინერს.

"სტიპფოლდი" მუშაობს მხოლოდ ისეთ პროექტებზე, რომლებიც შეესაბამება კომპანიის ხედვას. გვსურს ვიმუშაოთ პროფესიონალებთან, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმიანობა, ენერგიას არ იშურებენ ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად და იზიარებენ კომპანიის ესთეტიკურ მიდგომას.

კომპანიის განვითარება მხოლოდ გუნდის წევრებისთვის ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შექმნით წარმოგვიდგენია.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წინასაპროექტო კვლევის მომზადება
** დიზაინის კონცეფციის შექმნაში მონაწილეობა
** დიზაინის კონცეფციის მიხედვით სრული პროექტის დამუშავება

მოთხოვნები: Revit - ის სრულყოფილად ცოდნა

დამატებითი მოთხოვნები: შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსების სისტემა (2500 ლარიდან)
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

I ეტაპი - კანდიდატებთან გასაუბრება;
II ეტაპი - დავალების შესრულება

შერჩეულ კანდიდატს დაუწესდება ექვს თვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.

თუ დაინტერესდით ჩვენთან მუშაობით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და პორტფოლიოს ბმული შემდეგ მისამართზე jobs@stipfold.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Interior Designer.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.