Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: თბომავლის მემანქანე
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას თბომავლის მემანქანის პოზიციაზე.

მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
**ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** სამუშაო საათების მოქნილობას;
**კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება (კვალიფიკაცია - თბომავლის მემანქანე)
**თბომავლის მართვის მოწმობა;
** თბომავლის მემანქანედ მუშაობის გამოცდილება (სასურველია არანაკლებ 2 წლის);
** დადგენილი რეგულაციების: "საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტზე მატარებლების მოძრაობისა და სამანევრო სამუშაოების" ინსტრუქცია", "საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლოატაციის წესები", "საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტზე სიგნალიზაციის ინსტრუქცია" კარგად ცოდნა;
** თბომავლის ექსპლოატაციისა და ტექნიკური მომსახურების დროს უსაფრთხოების ტექნიკისა და სანიტარული ნორმების, თბომავლის სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქციების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაოდ/ სამართავად თბომავლის მიღების/ჩაბარების, ასევე თბომავლის გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის დროს აწარმოოს თბომავლის ტექნიკური მომსახურება.
** თბომავლის სამანევრო სამუშაოების წარმოებისას ვალდებულია:
** ზუსტად და დროულად შეასრულოს სამანევრო სამუშაოები, უზრუნველყოს მანევრების უსაფრთხოდ წარმოება და მოძრავი შემადგენლობის დაცულობა;
**მკაცრად დაიცვას თბომავლის მართვის რაციონალურ რეჟიმი. დადგენილი ნორმის შესაბამისად გამოიყენოს სათბობ-ენერგეტიკული რესურსები, საპოხი და სხვა მასალები, აწარმოოს დიზელის საწვავისა და თბომავლის ნამუშევარი საათების აღრიცხვა;
** გამართულ მდგომარეობაში შეინახოს ინვენტარი, ინსტრუმენტი და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
**განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს გადაცემულ/მიღებულ სიგნალებს, ზუსტად და დროულად შეასრულოს გადაადგილებების თაობაზე მითითებები;
** სისტემატურად გააკონტროლოს უსაფრთხოების მოწყობილობებისა და რადიოკავშირის, თბომავლის კვანძებისა და აგრეგატების მუშაობა.
** მოძრაობისათვის საშიში ნებისმიერი ხარვეზი შემდგომი პრევენციის მიზნით დააფიქსიროს მემანქანის ჟურნალში;

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე);
** სამუშაო პერიოდი - ცვლაში (ცვლის დღეების რაოდენობა განისაზღვრება თვეში არანაკლებ 14 და არაუმეტეს 17 ცვლისა);
**უფასო კვება;
** კორპორატიული სატელეფონო მომსახურება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az
ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.

**CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
**პირადობის მოწმობის ან/და პასპორტის ასლები;
**დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 20.10.2024

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.