Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

ქართული სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიას სრულად ქართული მენეჯმენტი ჰყავს და პირველი იყო, რომელმაც ორგანიზებული სუპერმარკეტების განვითარება დაიწყო რეგიონებში, დღეს კი 4-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი საქართველოს ყველა რეგიონში.

"მაგნიტი" საქართველოს შრომის ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია 5000-მდე თანამშრომლით და საქართველოს რეგიონებში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავეა.

"მაგნიტის" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხარისხიანი, უსაფრთხო პროდუქციის და კომფორტული მომსახურების უზრუნველყოფაა.

კომპანიის მისია მთელ საქართველოში მოსახლეობისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა, მთავარი ღირებულებები კი პასუხისმგებლობიანი და ეთიკური ბიზნესის ოპერირებას ეფუძნება.

თუ ხართ ღია გამოწვევებისთვის და გსურთ, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის მარკეტინგის გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

ვეძებთ სოციალური მედიის მენეჯერს, რომელიც ჩართული იქნება დეპარტამენტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობაში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიის სხვადასხვა არხების (Facebook, Instagram, Linkedin, Tik-Tok, Youtube) სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და აღსრულება
** კონტენტ კალენდრის შემუშავება
** დიზაინერისთვის ბრიფის მომზადება და კონტროლი
** სხვადასხვა არხისთვის რელევანტური კონტენტის შექმნა/განთავსება
** კომერციის დეპარტამენტთან თანამშრომლობა და სააქციო შეთავაზებების მომზადება სოციალური მედიისთვის
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა ads manager-დან, სარეკლამო ბიუჯეტის მართვა, მონიტორინგი
** საიმიჯო და სააქციო ვიდეო-რგოლების გადაღებაში მონაწილეობის მიღება
** Live-ვიდეოების ორგანიზება და გაშვება
** ბაზრის, აუდიტორისაა და კონკურენტების ანალიზი
** რეპორტინგი

კვალიფიკაცია:

** სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** სასურველია რითეილის სფეროში სრულ განაკვეთზე მინიმუმ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება
** განათლება მარკეტინგში ან მომიჯნავე სფეროში
** აუცილებელია ქოფირაითინგის მაღალ დონეზე ცოდნა
** აუცილებელია Meta-ს მაღალ დონეზე ცოდნა
** აუცილებელია Ads manager-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** აუცილებელია ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა
** აუცილებელია ექსელის ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის, წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
** განვითარებაზე ორიენტირებული
** კრეატიულად აზროვნების უნარი
** ეთიკურობა და აკადემიურობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დროის სწორად მართვისა და ეფექტურად გამოყენების უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორაციულ ნომერს
** ტრენინგებისა და კურსების დაფინანსებას საქმის საჭიროებიდან გამომდინარე

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ, ოფისიდან
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით

თუ ფიქრობთ, რომ ეს ვაკანსია სწორედ ისაა, რაშიც თქვენს თავს ხედავთ, გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@magniti.ge და subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სოციალური მედიის მენეჯერი"

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.