Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ოთახების დასუფთავების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure აცხადებს ვაკანსიას ოთახების დასუფთავების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს!

ფუნქცია-მოვალეობები:

** დასუფთავების სამუშაოების შესრულების მიმდინარეობისა და ხარისხის კონტროლი;
** მომუშავე პერსონალის მორიგეობისა და დისციპლინის კონტროლი;
** ყოველდღიურად გამოსაყენებელი ნივთების ხარჯთაღრიცხვა;
** ყოველდღიურად გამოსაყენებელი ნივთების მარაგისა და ხელმისაწვდომობის შემოწმება;
** სტუმრის მიერ გამოსაყენებელი ნივთების მდგომარეობის შემოწმება;
** ინვენტარის გამართულად მუშაობის კონტროლი და მათი შენახვის პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
** მომსახურე პერსონალის სამუშაო სივრცის სისუფთავის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

სამუშაო განრიგი: სტანდარტული: 8 +1 საათი შესვენება, სამუშაო კვირა 5/2 - ზე
მუდმივი ტრენინგები და პროფესიული ზრდის საშუალება
მისამართი: - პეტრე მელიქიშვილის გამზ. # 10.

რა დაგხვდებათ ჩვენთან:

კვება, დაზღვევა, მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროს მიერ.

იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HC1N1-HR@accor.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 593 33 89 12

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 07/10/2024

ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ "Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.

მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.