Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: IM Plus Pharma
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

ევროპული ფარმაცევტული კომპანია "Im Plus Pharma" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან, რეპორტის მომზადება;
** კომპანიის მედიკამენტების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა ექიმებთან;
** სამეცნიერო ღონისძიებათა ორგანიზება და ჩატარება (კონფერენცია, სემინარი, პრეზენტაცია);
** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისათვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება;
** გაყიდვების მართვა ობიექტებზე (დაგეგმვა, ანალიზი, მიზნის დასახვა შედეგის შეფასება).

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (უპირატესობა მიენიჭებათ სამკურნალო და პედიატრიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს);
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

უნარები და კომპეტენციები:

** ათვისებისა და განვითარების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გარემოში ადაპტაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.

ანაზღაურება განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში კანდიდატის კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე. გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე, საწყისი ანაზღაურება (გამოსაცდელ პერიოდში კონკრეტული, შემდგომ მზარდი, გეგმის შესრულების შემთხვევაში პრემიების გათვალისწინებით).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@implus.ge გთხოვთ "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Medical Representative .


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.