Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: დისპეტჩერი
მომწოდებელი: Let`s Go
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

კომპანია Let`s Go აცხადებს ვაკანსიას - დისპეტჩერის პოზიციაზე.

თუ გაქვთ ტაქსის დისპეტჩერის, ტურისტული კომპანიის ოპერაციული მენეჯერის, სატრანსპორტო კომპანიის ცენტრის ოპერატორის, აქაუნთ მენეჯერის ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება, ხართ კომპიუტერის გამართული მომხმარებელი და მზად ხართ იმუშაოთ ახალგაზრდა მეგობრულ კოლექტივში, ჩვენ გეძებთ თქვენ.

ჩვენი კომპანია 7 წელზე მეტია აქტიურად ოპერირებს ტურისტულ სფეროში, ტრანსპორტის მენეჯმენტის განხრით. კერძოდ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვაწვდით ტრანსპორტო მომსახურებას. ვართ არაერთი საერთაშორისო კომპანიის, ისეთები როგორიცაა (Booking.com, Talixo, Kiwitaxi, Iway, cartraveler, viator და ა.შ.) პარტნიორები საქართველო, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

კანდიდატად განიხილება ნებისმიერი, თუნდაც გამოცდილების არმქონე (პირველი, მეორე კურსის სტუდენტი). სტაჟირება ანაზღაურებადია.

ვადგენთ რა მორგებულ გრაფიკებს, მაქსიმალურად ვცდილობთ არ შეეშალოთ ხელი სწავლის პროცესში.

მისამართი: თბილისის აეროპორტი

სამუშაოს აღწერა:

** სამუშაო საათების განმავლობაში წერილებზე პასუხის გაცემა, შეკვეთების სისტემაში დარეგისტრირება, შეკვეთების შესრულების კონტროლი.
** ⁠კომპანიის დამკვეთების ელ. ფოსტა-ზე, სოც. ქსელებში შემოსულ მესენეჯერებზე კლიენტებთან სწორი და აზრიანი კომუნიკაცია.
** ⁠კომპანიის დამკვეთების და/ან კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების პასუხი- გამავალი ზარების განხორციელება.

მოთხოვნები:

** ⁠ინგლისური ენის ცოდნა
** ⁠რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად)
** ⁠ ⁠კომპიუტერის გამართულად ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** ⁠მიღებული შეკვეთების სისტემაში შეყვანა
** ⁠მძღოლებთან მოლაპარაკების წარმოება
** ⁠მძღოლების მიერ მიღებული შეკვეთების სტატუსის გაკონტროლება
** ⁠დროული რეაგირება სატელეფონო თუ ციფრული კომუნიკაციის არხებში
** ⁠შეკვეთების კონტროლი და სწორი დაგეგმვა

პიროვნული მახასიათებლები:

** ⁠პუნქტუალური
** ⁠ ⁠ორგანიზებული
** ⁠გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
** ⁠ ⁠სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** საქმის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულობა

სამუშაო პირობები:

ჩვენს კომპანიაში შესაძლებელია მუშაობა სრულიად თქვენზე მორგებული გრაფიკით, რაც დაგეხმარებათ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ თქვენი თავისუფალი დრო.

ანაზღაურება საათობრივია და შესაბამისად ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი საათი იმუშავებთ თვის განმავლობაში.
თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რაც უფრო ნაკლები დრო გაქვთ გამოყოფილი სამუშაოდ მით უფრო ნაკლები იქნება თქვენი ანაზღაურებაც.
მინიმალური სამუშაო საათების რაოდენობა თვის განმავლობაში არ უნდა იყოს 120 საათზე ნაკლები.

ანაზღაურება: პირველი 4 თვე, საათში - 5 ლარი, მომდევნო თვეები, საათში - 7 ლარი, ხოლო 1 წლის შემდეგ - 9 ლარი (მოიცავს საშემოსავლო და საპენსიო გადასახადს)

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე: hr@letsgo.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: +995577574957 გიორგი ქათამაძეს.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.