Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ოთოქოჩ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

შპს "ოთოქოჩ ჯორჯია" არის Otomotiv Ticaret ve Sanayi A.Ş.-ის შვილობილი კომპანია, რომელიც დაარსდა 1928 წელს და ოპერირებს როგორც უძველესი და უმნიშვნელოვანესი საავტომობილო კომპანია თურქეთში. 2007 წელს, ხელი მოეწერა თურქეთისა და ბაჯეთის ავტოგაქირავების სალიცენზიო ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც Otomotiv Ticaret ve Sanayi A.Ş დაიწყო ფუნქციონირება Budget-ის ბრენდის სახელით. 1997 წლიდან Otokoç Otomotiv აწარმოებს საავტომობილო საქმიანობას 6 ქვეყანაში: თურქეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უნგრეთში, უკრაინასა და საბერძნეთში.

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B)
** მართვის მოწმობა (C) (სასურველია)
** ავტომანქანის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი)
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (სხვა დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად)

მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის მართვა უსაფრთხოების წესების დაცვით.
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილით ტრანსფერის განხორციელება.
** ავტომანქანის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** ყოველდღიურად მანქანების შემოწმება.
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილების სერვისზე წაყვანა.
** კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის სისუფთავეზე ზრუნვა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** ორგანიზებული
** მოწესრიგებული
** გამართული მეტყველების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაძაბულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე: gvantsap@budget.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.