Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მიწოდების აგენტი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

შპს "ამბოლი" წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.amboli.ge/
https://www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების აგენტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო ადგილი - ზაჰესი, პლატინის ქუჩა 2.

ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებისთვის პროდუქციის დროულად მიწოდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2024 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - მიწოდების აგენტი.

გატყობინებთ, რომ თქვენ მიერ კომპანია "ამბოლი"-სთვის მიწოდებული პირადი სახის ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია "ამბოლი", როგორც თქვენ პერსონალურ მონაცემებს ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად შემდგომი სამი წლის განმავლობაში."


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.