Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სტაჟირება მარკეტინგის გუნდში
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

კომპანია "ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, სფეროში ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 10 ქსელურ აგრომაღაზიასა, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.
ჩვენ გთავაზობთ დინამიკურ და განვითარებად სამსახურს ახალგაზრდულ და საინტერესო გუნდში.

გვიხილეთ:
Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A, ან ვებგვერდზე www.baraka.ge

"ბარაქაში" ვაცხადებთ სტაჟირებას მარკეტინგის გუნდში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს სისტემური კვლევა/ანალიზი;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა/შეფასება და რეპორტინგი;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
** ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა;
** საქართველოს რეგიონებში გადაღებებზე სიარული და გადამღები ჯგუფის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგის მიმართულებით);
** ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა; • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
** პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** კომპიტერულ პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა Word, Excel, Power Point.

ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 500 ლარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@baraka.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სტაჟირება მარკეტინგში.
გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.