Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ბაღის მხარდამჭერი მასწავლებელი
მომწოდებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

"ბრიტანულ-ქართული აკადემია" ეძებს გუნდის ახალ წევრებს სკოლამდელი განათლების ცენტრში ბაღის მხარდამჭერი მასწავლებლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაგეგმილი აქტივობების პერიოდში მოსწავლეების აკადემიური მხარდაჭერა;
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი აქტივობების წარმართვა;
** ჯგუფის აქტივობიდან აქტივობაზე გადაადგილება;
** საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეების მხარდაჭერა თვითმოვლის უნარების განსავითარებლად;
** აქტივობისთვის საჭირო რესურსებისა და მატერიალების ორგანიზება;
** დილით მოსწავლეების დახვედრა და საღამოს მშობლებთან მიცილება;
** კვების დროს მოსწავლეების მხარდაჭერა;
** პოზიტიური სასწავლო ატმოსფეროს შექმნა;
** მოსწავლეებთან თბილი და მზრუნველი ურთიერთობის დამყარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

აპლიკაციის მიღების პროცედურა:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბაღის მხარდამჭერი მასწავლებელი". გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.

"ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის", როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე, სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლობის შესახებ.

ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ორგანიზაცია იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ

მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.