Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ექთნის თანაშემწე
მომწოდებელი: ურანტი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

ა (ა)იპ "სამედიცინო, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრი - ურანტი" სტაციონარულ განყოფილებაში სამუშაოდ აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ფუნქცია-მოვალეობები:

** ექთნად მუშაობის გამოცდილება სტაციონარულ დაწესებულებაში, მინიმუმ 1 წელი;
** ინტრავენული მანიპულაციების ჩატარების ცოდნა და გამოცდილება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** კომუნიკაბელურობა;

გრაფიკი: თვეში 8 მორიგეობა: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 16 საათიანი სამუშაო დღე (16:00 საათიდან 09:00 საათამდე); შაბათ-კვირას და უქმე დღეებში - 24 საათიანი მორიგეობა.
ანაზღაურება: 550 ლარი ხელზე ასაღები.

დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს CV ფოტოსურათით და დიპლომის ასლი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: uranti.hr.info@gmail.com და საგნობრივ ველში მიუთითოს - "ექთნის თანაშემწე".

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 593 252000.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ა (ა)იპ "სამედიცინო, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრი - ურანტის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.