Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გარე გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში F2F პროექტის ფარგლებში გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (GRCS), ქვეყნის წამყვანი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა თავისი 100 წლიანი ისტორიის მანძილზე, GRCS არის უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის ნაწილი, რომელიც აერთიანებს 192 წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას. GRCS არის მოწინავე პუნქტი ეროვნული სერვისების მიწოდებაში, ადამიანის სიცოცხლის და ღირსებს დასაცავად და დაუცველი ადამიანებისათვის საგანგებო სიტუაციებისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისების დასაძლევად.
GRCS ახორციელებს თავის ჰუმანიტარულ საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყოველწლიურად ახერხებს დაახლოებით 300 000 სოციალურად დაუცველის დახმარებას 39 ფილიალისა და 15 000 რეგისტრირებული მოხალისის ქსელის მხარდაჭერით.

F2F პროექტი ითვალისწინებს წითელი ჯვრის პროგრამების ბენეფიციარებისთვის დონორების მოძიებას.

სამუშაოს მდებარეობა: თბილისი; სხვადასხვა ღია და დახურული საჯარო სივრცეები

ჩვენ გთავაზობთ:

** კომპეტენტურ საათობრივ ანაზღაურებას სრული განაკვეთი: 88 ლარი დღეში, ნახევარი განაკვეთი: 44 ლარი დღეში
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი-პარასკევი, სრული (11:00-19:00) ან ნახევარი განაკვეთი (11:00-15:00 ან 15:00-19:00)
** მინიმუმ 8 საათი კვირაში
** საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას და პროფესიულ ტრენინგებს

ძირითადი პასუხისმგებლობები/მოვალეობები:

** საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიზნის, სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** პროექტით დაგეგმილი საქმიანობების დროული და ეფექტური განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში
** ორგანიზაციის მისიის და ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება
იდენტიფიცირება და კონტაქტის დამყარება პოტენციურ დონორებთან
** პოტენციური დონორების მოძიება მოლაპარაკების წარმოება და მათი ჩვენს ვებ-საიტზე რეგისტრაცია
** ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან, შინაგანაწესის დაცვა
სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (ვაკანსიაზე განიხილება სტუდენტიც)
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროს მიმართულებით (სასურველია)
** ქართულად გამართულად მეტყველების უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა, სასურველია
** ინგლისური ენის ცოდნა
** მოლაპარაკებისა და მედიაციის კარგი უნარი
** გაწონასწორებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობისა და წარმოშობილ სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებთან
გამკლავების უნარი
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და სანდოობა

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: hr@redcross.ge | Sales@redcross.ge | admin@redcross.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გარე გაყიდვების აგენტის".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ჩასატარებლად.

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.