Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ჩვეული
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.

"დეილი" სუპერმარკეტების ქსელი აქტიურად ფართოვდება რეგიონში.

ამ ეტაპზე ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს "დეილი"-ის შვილობილი ბრენდის "ჩვეული"-სთვის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. გორში, სოფ. კარალეთი შემდეგი პირობებით:

ჩვენ გთავაზობთ:

** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** ყოველთვიურ ბონუსს მაღაზიის ნავაჭრის მიხედვით (არ არის დამოკიდებული გეგმის შესრულებაზე);
** ერთგულების ბონუსს (სტაჟი 1 წლიდან);
** განვითარებისა და მოკლე პერიოდში დაწინაურების შესაძლებლობას;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება (პროგრამა 1C)
** სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსება, ვადიანობის და ფასმაჩვენებლების სიზუსტეზე ზრუნვა;
** სექციაში არსებული თაროების მოწესრიგება და პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად;
** მომხმარებლებისთვის ეფექტიანი მომსახურების გაწევა;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);
** გამოცდილება არ არის აუცილებელი;

პიროვნული მახასიათებლები:

** სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
** თავაზიანი.

სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ), სამუშაო ცვლის შეთანხმება შესაძლებელია

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@daily.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შეავსოთ განაცხადი მითითებულ ლინკზე: https://b24-udhi8a.bitrix24.site/crm_form_oobkg/ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 558 35 57 13

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანია "დეილის" აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.