Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: BM Capital
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

"BM Capital" - აქტივების მმართველი კომპანიაა. კომპანია დღეს რამდენიმე ინოვაციური პროექტით, ავტომობილების გაქირავების და ტაქსების ბაზარზე ოპერირებს.

მათ შორის არის გაქირავებული ავტომობილების მართვის პროგრამა Taxio.ge და Yandex Go-ს მძღოლების ჩარიცხვების ინოვაციური სისტემა PayPro.ge - აქ თქვენ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

"BM Capital"-ში ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6
სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ. 10:00-დან 19:00-მდე.
ანაზღაურება (გადასახადების ჩათვლით): 1000 ლარიდან.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში ახალი მძღოლების მოსაზიდად შემომავალი და გამავალი ზარების წარმოება;
** მათთან სოციალური არხების მეშვეობით კომუნიკაცია;
** მათი სრულყოფილად ჩართვა სისტემაში;
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
** მძღოლების მიერ მოთხოვნილი ტრანზაქციების დადასტურება;
** მარკეტინგის გუნდთან ვიდეო-რილებში მონაწილეობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური);
** საოფისე პროგრამების დამაკმაყოფილებლად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამოცდილება გაყიდვებში.

შემოუერთდი BM Capital-ის გუნდს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: muradbartishvili@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.