Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ვიზუალიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: Stipfold
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

არქიტექტურულ კომპანია "სტიფპოლდში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ვიზუალიზაციის სპეციალისტს.

"სტიპფოლდი" მუშაობს მხოლოდ ისეთ პროექტებზე, რომლებიც შეესაბამება კომპანიის ხედვას. გვსურს ვიმუშაოთ პროფესიონალებთან, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმიანობა, ენერგიას არ იშურებენ ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად და იზიარებენ კომპანიის ესთეტიკურ მიდგომას.

კომპანიის განვითარება მხოლოდ გუნდის წევრებისთვის ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შექმნით წარმოგვიდგენია.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის პროექტების ვიზუალიზაციის შექმნა

მოთხოვნები:

** 3dsMAX - ის უმაღლეს დონეზე ცოდნა
** Corona Renderer - ის უმაღლეს დონეზე ცოდნა
** Unreal Engine - ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დამატებითი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;

ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი (2500 ლარიდან)

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

I ეტაპი - კანდიდატებთან გასაუბრება;
II ეტაპი - დავალების შესრულება

შერჩეულ კანდიდატს დაუწესდება ექვს თვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.

თუ დაინტერესდით ჩვენთან მუშაობით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და პორტფოლიოს ბმული შემდეგ მისამართზე jobs@stipfold.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Visualization Artist

https://www.stipfold.ge/


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.