Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 15 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.

საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს:

http://mrmaster.ge
https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. # 24
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: 1100 NET + ყოველთვიური პრემია (150-200 ლარის ფარგლებში)

სამუშაოს მიზანი: პოზიცია ითვალისწინებს მომხმარებლებისა და შესაბამისი მიმართულების ოსტატების დაკავშირებას, მათ სწორ კომუნიკაციას და შეკვეთების ციკლის სრულ ადმინისტრირებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა სასაუბრო დონეზე;
** აუცილებელია მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება კლიენტთა მომსახურების სფეროში;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქოლ-ცენტრის ოპერატორების მიერ რეგისტრირებული შეკვეთების მონიტორინგი;
** შეკვეთის შესრულებამდე მომხმარებლის ინფორმირება მომსახურების პირობის სხვადასხვა დეტალებზე (სერვისის და მასალის ღირებულება, საგარანტიო პერიოდი და სხვა);
** ხელოსნებთან პერმანენტული კონტაქტი დღის განმავლობაში შეკვეთებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** მომხმარებლის ინფორმირება გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ოსტატის ვიზიტის დროის ცვლილებაზე;
** სისტემაში ხელოსნის განრიგის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების ლოგიკური გადანაწილება ტექნიკოსებზე;
** რეპორტინგი

ჩვენ გთავაზობთ:

** მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დაფინანსებას;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;
** სტანდარტულ საკომპენსაციო პაკეტს კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@mrmaster.ge გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი"

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებას გისურვებთ!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.