"Sun Energy Bank" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის დირექტორის ასისტენტის თანამდებობაზე.
სამუშაოს მიმართულებები: დეველოპმენტი
სამუშაო ადგილი: ბაგები
სამუშაო გრაფიკი/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 (კვირაში 40 საათი)
ჰონორარი: 1500 ლარი
სამუშაო აღწერილობა:
** სათანადო ოფისის კონდიციაში ყოფნის კურირება.
** ოფისისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა და განთავსება.
** სტუმრების მიღება-დახვედრა, წყლით, ყავით, ჩაით და ა.შ. გამასპინძლება.
** ხელმძღვანელის მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით დელეგირებული საკითხების შესრულება.
** ხელმძღვანელის მხრიდან ადმინისტრაციულ, საოპერაციო ნაწილში და სხვა დელეგირებულ საკითხებში ჩართულობა და მათი შესრულება, კომპანიის სხვა რგოლებთან იურისტთან, ბუღალტერთან, ლოჯისტიკის, საწყობის და სხვა თანამშრომლებთან საკითხების კოორდინაცია.
** კორესპონდენციის მართვა, სატელეფონო ზარებსა და კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილების ყოველდღიური მონიტორინგი, პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება.
** კომპანიის მარკეტინგული და კომერციული აქტივობების ცოდნა და მათში ჩართულობა.
** კომპანიაში სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და შესრულებაში აქტიური ჩართულობა.
** ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების დაფოლდერება, რეესტრის წარმოება.
** HR პლატფორმის მართვა. პერსონალის სამუშაო დროის კონტროლი და საკადრო საქმის წარმოება.
მოთხოვნები:
** რუსული და ინგლისური ენების B2+ დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური და პრეზენტაბელური კომუნიკაციის უნარი
** გამართული წერის უნარი
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@sunenergy.ge
გისურვებთ წარმატებებს!