Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: PR სპეციალისტი
მომწოდებელი: აფხაზინტერკონტი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 28 ოქტომბერი

ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) აცხადებს ვაკანსიას PR სპეციალისტის პოზიციაზე 50%-იან განაკვეთზე ქ. ქუთაისში.

PR სპეციალისტის სამუშაო მიზნად ისახავს ორგანიზაციის ბენეფიციარებთან, დონორებთან, პარტნიორებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან მუშაობას. სამიზნე რეგიონებში ცნობადობის გაზრდას და ორგანიზაციის არსებული დადებითი იმიჯის განმტკიცებას.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
** სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, მესიჯების შემუშავება, საუკეთესო საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მათი მიწოდების უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის ვებ და სოციალური პლატფორმის (ვებ-გვერდი, ფბ გვერდი) განვითარება, მართვა და მათი გამოყენების უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის საინფორმაციო მასალების და საკომუნიკაციო პროდუქტების (ანგარიშები, ბუკლეტები, ბროშურები, ბიულეტენები, დაიჯესტების, პრეს-რელიზი, მედია ანონსი და სხა) განვითარება, მართვა და მათი გამოყენების უზრუნველყოფა;
** ბენეფიციარებთან ინტერვიუების დაგეგმვა;
** პროგრამების მენეჯერებთან მჭიდროდ თანამშრომლობა სამიზნე აუდიტორიისთვის ინფორმაციის დროული და მიზნობრივი გავრცელების უზრუნველყოფის მიზნით;
** მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით საინტერესო თემების გამოვლენა და შემდგომ განთავსება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია ქართულ და ინგლისურ ენებზე კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** PR კამპანიის საფეხურების: დაგეგმვის, ანალიზის, განხორციელების და შეფასების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრეზენტაციების გაკეთების უნარი და საჯარო გამოსვლების მეთოდების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, MS Office Excel, MS Office Power Point, MS office Outlook, Google) ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV, სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, მინიმუმ 1 რეკომენდაცია (სასურველია დამქირავებლის მიერ გაცემული);

გამოგზავნეთ, ელფოსტა: aicinfo2022@gmail.com "თემაში მიანიშნეთ PR სპეციალისტის ვაკანსია.

საბუთების მიღება წარმოებს 2024 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით 18:00 საათამდე.

დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC)
ქ. ქუთაისი, ნინოშვილის #27
საკონტაქტო პირი: არჩილ ელბაქიძე
ტელეფონი: 599 17 08 05
ელ-ფოსტა: aicinfo2022@gmail.com; Archil_Elbakidze@yahoo.com

მოკლე ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC), 25 წელზე მეტია საქმიანობს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, კერძოდ - იმერეთის, რაჭა, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში. ორგანიზაციას თავისი საქმიანობის პერიოდში აქვს მუშაობის გამოცდილება სამიზნე რეგიონების ყველა მუნიციპალიტეტში, 120 -ზე მეტ სასოფლო თემში, კარგად იცნობს ადგილობრივ სპეციპიკას, მოსახლეობას, მთავარ გამოწვევებს და შესაძლებლობებს.

ორგანიზაციის მისია: ორგანიზაცია ხელს უწყობს საქართველოში მცირე მეწარმეობის და ფერმერული მეურნეობის მდგრად განვითარებას, ი.გ.პ. -თა (იძულებული გადაადგილებული პირები) და შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებული საჭიროების ჯგუფების ინტერესების დაცვას.

ორგანიზაცია დღეისათვის ახორციელებს პროექტებს, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი და დევნილი თემის განვითარებას, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და ჩართვას მიკრო, მცირე და აგრობიზნესში.

მინიშნება:

ფონდ ""აფხაზინტერკპონტის" (AIC) ოფისები მდებარეობს ქალაქ ქუთაისსა და ამბროლაურში.
ვაკანსია ცხადდება ქ. ქუთაისის ოფისში.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.