Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: შოუ-რუმში საცალო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ოქტომბერი

"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის შოუ-რუმში საცალო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. პირველი ჩიხი, N1
განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების გენერირება;
** არსებული სერვისებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2024 წლის 18 ოქტომბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ქუთაისის შოუ-რუმში საცალო გაყიდვების მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.