Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: პროექტის კოორდინატორის ასისტენტი
მომწოდებელი: აფხაზინტერკონტი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 28 ოქტომბერი

ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის ასისტენტის თანამდებობაზე ქალაქ ქუთაისის ოფისში.

ააიპ ფონდი აფხაზინტრკონტი (AIC) ერთ-ერთი წარმატებული, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1999 წლიდან საქმიანობს დასავლეთ საქართველოს იმერეთის, რაჭა, ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში. ამჟამად ორგანიზაცია სამიზნე რეგიონებში ახორციელებს პროექტებს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე არის არიენტირებული (დონორები UNDP, EU, IOM). www.aic.org.ge; Facebook: NGO AIC ფონდი "აფხაზინტერკონტი"

ორგანიზაცია, პროექტის: "სოფლად მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების შემოსავლების გენერირება, ინოვაციური პროექტებისა და საარსებო წყაროების ეფექტური გამოყენებით, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის რეგიონებში" - ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის ასისტენტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საინფორმაციო საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება;
** ბენეფიციარებთან შეხვედრები, მონაცემთა ბაზის შექმნა, შეხვედრების ორგანიზება;
** ბენეფიციართა შეფასება, საჭიროების დადგენა და რისკების შემცირება;
** ბენეფიციართა გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებების/აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** პროექტით გათვალისწინებული სამიზნე ბენეფიციარებთან დაკავშირება, საბუთების მოწესრიგება. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;

სრული სამუშაო განაკვეთი: სრული 9:30-დან 18:00-მდე (შესვენება 1 საათი), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

გამოცდილება და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული და ინგლისური ენის (წერა-კითხვა) გამართული ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Word, Exel);
** სამოქალაქო სექტორის შესახებ მაღალი ცნობიერება, სურვილი იმუშაოს აღნიშნულ სექტორში. კარგად იცნობდეს სამიზნე რეგიონებს;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** აკურატულობა და პასუხისმგებლობა;

სამუშაო პირობები:

** თანამედროვე ტექნიკით და სამუშაო პირობებით აღჭურვილი სამუშაო გარემო;
** ახალი უნარ - ჩვევების და კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივი შესაძლებლობა (მონაწილეობა ტრენინგ სემინარებში, ოფიციალურ შეხვედრებში, ვიზიტები რეგიონს შიგნით და რეგიონს გარეთ);
** კანდიდატს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს უფრო მაღალ პოზიციაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგი საბუთები:

1. კანდიდატის CV
2. მოტივაციის წერილი (რატომ გსურთ მუშაობა სამოქალაქო სექტორში და აღნიშნულ პოზიციაზე).
3. ერთი ან ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი გვარი, ტელეფონი ან ელ. ფოსტის მისამართი).

საბუთების წარდგენის ვადა: 2024 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით, დღის 18.00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aicinfo2022@gmail.com; Archil_Elbakidze@yahoo.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: პროექტის კოორდინატორის ასისტენტი.

საკონტაქტო ტელ: 599 17 08 05


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.