Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მტვირთავი
მომწოდებელი: ლასარე
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

კომპანია "Lasare", რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (დროგამოშვებით - შაბათი, დღის მორიგეობით, აღნიშნული დასაქმებულთან შეთანხმდება წინასწარ)
სამუშაო დრო: 12:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე
გამოსაცდელი ვადა:2 თვე
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (ტრანსპორტირებას კომპანია უზრუნველყოფს ზემო სამგორის მეტროს ლოკაციიდან)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტვირთების სატვირთო მომსახურების უზრუნველყოფა;
** ტვირთის დახარისხების უზრუნველყოფა, სატვირთო სპეციფიკის გათვალისწინებით;
** გასაგზავნი ტვირთების დამაგრება შესაბამისი აღჭურვილობით, მისი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით;
** ხელმძღვანელი პირის მითითებების გათვალისწინება, რაც უშუალო კავშირშია სამუშაო პროცესებთან;
** მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ნომერზე: 577 74 70 65.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare"-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.