Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მანქანა-დანადგარების ოპერატორი
მომწოდებელი: IG Agro
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

შპს "აი ჯი აგრო", რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თხილის და სხვა კაკლოვანი პროდუქციის მოყვანა/წარმოება, რეალიზაცია და ექსპორტი, აცხადებს ვაკანსიას:

პოზიციის დასახელება: მანქანა-დანადგარების ოპერატორი
მდებარეობა: ქ. ზუგდიდი, თეთრი გიორგის ქუჩა №101
სამუშო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** გადამამუშავებელი ხაზის მუშაობის პროცესის მართვა, კონტროლი და ზედამხედველობა.
** მანქანა-დანადგარების გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობის უზრუნველყოფა.
** გადამამუშავებელი ხაზის თითოეული კომპონენტის გეგმური შემოწმება.
** გადამამუშავებელი ხაზის სამუშაო პროცესის შესახებ საოპერაციო მენეჯერისათვის ინფორმაციის მიწოდება ყოველდღიურად.
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს გადამამუშავებელი ხაზის მანქანა-დანადგარების გაწმენდა და გასუფთავება.
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება ტექნიკური მიმართულებით
** გუნდური მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@igagro.ge

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.