Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სუპერფინის კონსულტანტი
მომწოდებელი: ქართული პროგრამული სისტემები
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

შპს "ქართული პროგრამული სისტემები" აცხადებს ვაკანსიას სუპერფინის კონსულტანტის პოზიციაზე.

შ.პ.ს ქართული პროგრამული სისტემები - https://www.gss.ge/ - 1996 წლიდან კომპიუტერული პროგრამების სახით მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა საქმიანობისთვის განკუთვნილ ბიზნეს გადაწყვეტილებებს. ფინანსური აღრიცხვის პროგრამა `სუპერფინი` წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც მრავალი წელია ვითარდება და ემსახურება ათასობით მცირე თუ დიდ კომპანიას.

ბაზარზე ჩვენს მიერ ასევე წარმოდგენილია ინტერნეტ პლათფორმები:
https://superfin.gss.ge/ka/
https://retail.gss.ge/
https://my.gss.ge/

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00)
ანაზღაურება: 2062 ლარი

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე.

კონსულტანტის მოვალეობები:

** აწარმოოს კონსულტაცია ტელეფონით;
** ჩაატაროს მომხმარებელთა ტრეინინგები;
** შეხვდეს მომხმარებლებს მოთხოვნის შესაბამისად;
** გაუწიოს პროგრამასთან დაკავშირებული ტექნიკური დახმარება.

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (აუცილებელია ბუღალტრული/ეკონომიკური);
** ბუღალტერიის მინიმალურ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
** მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება მომხმარებლებთან ურთიერთობაში (სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel, Google drive (აუცილებელია);
** პროგრამის SuperFin ცოდნა (სასურველია).

პირადი შესაძლებლობები:

** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** ანალიტიკური აზროვნების მქონე;
** შესაძლებლობა იმუშაოს რამდენიმე საქმეზე ერთდროულად;
** შესაძლებლობა პრაქტიკულად გადაჭრას პრობლემები.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე t.matiashvili@gss.ge

კანდიდატების შერჩევის ბოლო ვადა 2024 წლის 31 ოქტომბერი.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.