Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკს ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

"ნიკს ჰოლდინგ" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

"ნიკს ჰოლდინგ" გახლავთ მზარდი, შედეგზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ოპერირებს ინვესტიციებისა და ვაჭრობის მიმართულებით ექვსი განსხვავებული ბრენდით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე, კავსაძის #3
** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** HR პოლიტიკის/სტრატეგიის განსაზღვრა;
** თანამშრომელთა შერჩევა/დაქირავების პროცესის სრულად მართვა (რეკრუტინგი)
** მონაცემთა ბაზის მუდმივ რეჟიმში განახლება (თანამშრომელთა რეგისტრაცია, დანიშვნა, დაწინაურება, დაქვეითება, ხელფასის ცვლილება, გათავისუფლება) და შესაბამისი ბრძანებების წარმოება;
** შვებულებების, მივლინებების, გაცდენების და დასწრების აღრიცხვა / კონტროლი (სისტემურად);
** HR მიმართულების კვლევებსა და შეფასებებში მონაწილეობის მიღება (მაგ. თანამშრომელთა კმაყოფილება, გამოსაცდელი ვადის შეფასება და ა.შ.);
** კომპანიის საკადრო დოკუმენტაციის მართვა;
** ადამიანური რესურსების დეპარტამენტში ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის განხორციელება;
** საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და ახალი წინადადებების ინიცირება/განხორციელება;
** არსებული საკადრო პროცესებისა და პრაქტიკის გადახედვა/გაუმჯობესება;
** სამოტივაციო სისტემის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** HR მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კეთილმოწყობილ, მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე hr@niksholding.ge და სათაურის ველში, მიუთითეთ HR მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.