Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: უნივერსალური ხელოსანი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.
კლინიკა მედის პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ხელოსნის თანამდებობაზე

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მომხიბვლელი ფასდაკლებები კლინიკა მედის პროცედურებზე თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებისთვის;
** უფასო ყავა;
** წელიწადში ხუთჯერ კლინიკისგან სასაჩუქრე ქულები;
** საჩუქარი დაბადების დღეზე

გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: 1200 ლარი (net)

ძირითადი მოთხოვნები:

** ფილიალების პერიოდული მონიტორინგი და ლოგისტიკის კუთხით საჭირო ჩასატარებელი სამუშაოების აღრიცხვა/ჩატარება;
** სამეურნეო სამუშაოების დაგეგმვა;
** სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისთვის საუკეთესო დროისა და პირობების შერჩევა, რომ ამან არ შეაფერხოს ფილიალებისა და თანამშრომლების მუშაობის პროცესი;
** სამეურნეო სამუშაოების კვალიფიციურად განხორციელება;
** ახალი ფილიალის გახსნის, არსებულების განახლება-გარემონტების პროცესში ჩართულობა;
** ფილიალის ინტერიერის ცვლილების პროცესში დახმარება;
** ოფისისა და ფილიალების გათბობა-გაგრილების სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე.

ძირითადი მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საშუალო ან პროფესიული განათლება

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება.
** ორგანიზებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@medi.ge, 2024 წლის 3 ნოემბრამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით
** გასაუბრება


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.