Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ამბასადორი კაჭრეთში
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

სასტუმროთა ქსელი "Ambassadori" - შპს "ამბასადორი კაჭრეთში" აცხადებს ვაკანსიას კაჭრეთში არსებულ სასტუმროში:

მიმტანი

სამუშაო ადგილი: კაჭრეთი შპს "ამბასადორი კაჭრეთში"
გრაფიკი: 8 საათიანი ცვლებით

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** მენიუს კერძების/სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრებისათვის შეთავაზება;
** მიღებული შეკვეთების მიხედვით სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია;
** მაგიდების მოწესრიგება და სერვირება მიღებული სტანდარტის შესაბამისად;
** კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** თავაზიანი, მოწესრიგებული, ყურადღებიანი;

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
სასტუმრო უზრუნველყოფს კვებას, საცხოვრებელს და სამედიცინო დაზღვევას.
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, განვითარების და წინსვლის პერსპექტივით.

მის: გურჯაანი, კაჭრეთი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე hrkachreti@ambassadori.com

ტელ: 577679091

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.