Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის რეპორტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჰოსპიტლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.ahtbilisi.com

ადგილმდებარეობა: 0102 თბილისი, უშანგი ჩხეიძის ქ. #17
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქციები:

** ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემიდან რეპორტინგის მოდულის შემუშავება.
** რეპორტინგის დადგენილი ფორმატით მომზადება.
** სტატისტიკური მონაცემების ამოღება და დამუშავება ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემიდან.
** ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემიდან მონაცემთა ექსპორტი და ანგარიშგება.
** ყოველდღიური გადამოწმება ბაზების უშუალოდ ხელმძღვანელთან ერთად.ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მათემატიკის, ფინანსების, ეკონომიკის, მედიცინის, ბიზნეს ადმინისტრირების, ჯანდაცვის მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით
** MS Excel-ის ცოდნის მაღალ დონეზე ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** ინფორმაციის შეგროვებისა და გაანალიზების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დროის მენეჯმენტის უნარი
** მინიმალური ზედამხედველობის ქვეშ მუშაობის უნარი
** სამუშაოს დაგეგმვის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" მიერ (ს/კ: 402154342) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება ჰოსპიტალში, არაუმეტეს 5 წლის ვადით;

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფორმით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა. აღნიშნული მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.-ფოსტაზე: info@ahtbilisi.com;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს pdpo@ahtbilisi.com; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.