Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: IFRS რეპორტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1462

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას IFRS რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე:

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების (IFRS) შესაბამისად შიდა და გარე მომხმარებლებისთვის (აუდიტორები, ბანკები, ინვესტორები და სხვა);
** მმართველობითი ანგარიშგებების მომზადება;
** სარასის მიზნებისთვის ფინანსური ინფორმაციის მომზადება;
** კვარტლური მენეჯერული რეპორტების მომზადება და ანალიზი;
** აუდიტორებთან კოორდინირებული ურთიერთობა;
** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დროს, აუდიტორების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება და მიწოდება;
** IFRS სტანდარტებიდან გამომდინარე საჭირო კორექტირების შემუშავება;
** ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის საბუღალტრო ბაზაში აღრიცხული მონაცემების კონტროლი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები /ბიზნეს ადმინისტრირება /ეკონომიკური);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარი;
** აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ACCA სერტიფიცირება ჩაითვლება უპირატესად;
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.