Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: უბნის უფროსი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

სამშენებლო კომპანია "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას საწარმოში (ლითონ კონსტრუქციების მიმართულებით) უბნის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი
ანაზღაურება: მაღალი

ბენეფიტები:

** საწვავით უზრუნველყოფა;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა საუკეთესო პირობებით;
** კორპორატიული ნომრით სარგებლობა;
** და რაც მთავარია, სწავლის და ტრენინგების დაფინანსება, პროფესიული ზრდისა და წინსვლის შესაძლებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით;
** აუცილებელია კონსტრუქციული ნახაზების კითხვის ცოდნა;
** 1 წლიდან სამუშაო გამოცდილება არსებულ ან მომიჯნავე სფეროში;
** აუცილებელია auto cad ცოდნა, სასურველია Archicad;
** სასურველია ინგლისური/რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ლოგიკურ - ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე vacancy@cs.ge მეილზე და მნიშვნელოვანია, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "Construction service`დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში.

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction Service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.