Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: პერსონალის შერჩევისა და რეკრუტირების სპეციალისტი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას პერსონალის შერჩევისა და რეკრუტირების სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა

ფუნქციები:

** ტალანტების მოზიდვა, შერჩევა-დაქირავების პროცესების ორგანიზება;
** სელექციის პროცედურის ეტაპების განსაზღვრაში მონაწილეობა;
** ვაკანსიის ტექსტების შექმნა და დასაქმების საიტებზე მათი განთავსება;
** კომპანიაში არსებული ვაკანსიებისათვის სხვადასხვა რეკრუტირების არხების მოძიება;
** შემოსული რეზიუმეებისა გადარჩევა;
** კანდიდატებთან შერჩევის სხვადასხვა ეტაპის (გასაუბრება, ტესტირება) დაგეგმვა და განხორციელება;
** აპლიკანტთა შესახებ საბოლოო ანგარიშის მომზადება;
** Short List-ის კანდიდატების წარდგენა დეპარტამენტის/განყოფილების ხელმძღვანელებთან;
** კანდიდატების ბაზების წარმოება;
** კონტაქტების დამყარება სასწავლებლებთან და დასაქმების სააგენტოებთან;
** სამუშაო აღწერილობების მომზადება/განახლების პროცესებში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის მიმართულების ჩაითვლება უპირატესობად;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** FMCG, საცალო ვაჭრობის სფეროში იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** MS office ცოდნა;
** HRMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
** მოლაპარაკებისა წარმოების უნარი;
** ლოგიკური უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: HR@bakhmaro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.