Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სამშენებლო მიმართულებით ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: Metta
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

სამშენებლო კომპანია "მეტტა"-ში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ვაცხადებთ!

სტაჟირება 1 ოქტომბრიდან დაიწყება და 12 თვეს გაგრძელდება.

პროგრამაზე მიიღებიან სამოქალაქო ინჟინერიის/სამშენებლო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სტაჟირების პროგრამის მონაწილეების შესარჩევ გასაუბრებასა და ტესტირებას.

სტაჟირება მოიცავს ოთხ ეტაპს და თითოეული ეტაპისათვის განსაზღვრულია ანაზღაურება 400 ლარიდან 800 ლარამდე.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნები:

** განათლება - სამოქალაქო ინჟინერიის/სამშენებლო ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული. მაგისტრანტებს მიენიჭებათ უპირატესობა
** სამუშაო გამოცდილება - არ მოგეთხოვებათ
** ენების ცოდნა - ინგლისური სამუშაო დონეზე, ქართულად გამართული წერისა და მეტყველების უნარი.
** კომპიუტერული პროგრამები - საოფისე პროგრამების [MS Excel, MS Word, MS PowerPoint] სამომხმარებლო დონეზე ფლობა, AutoCAD/ArchiCAD ნახაზების კითხვის უნარი.

თუ თქვენ სწავლობთ, ან უკვე დაასრულეთ სამოქალაქო ინჟინერიის, ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით განათლება, გსურთ პრაქტიკით განიმტკიცოთ ცოდნა, გახდეთ სამშენებლო სექტორის მოწინავე გუნდის წევრი და, რა თქმა უნდა, ჩვენსავით შთაგონებული ხართ შენებით, არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა!

სტაჟირების პროგრამის შესახებ დამატებითი დეტალების გასაცნობად და განაცხადის გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს: https://sites.google.com/metta.ge/mettaintern24/home

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.