Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ტექნიკური ასისტენტი
მომწოდებელი: Vortex Fitness
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

"Vortex Fitness" თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავარჯიშო სივრცეა, რომელიც ფიტნესსა და რამდენიმე სახეობის ჯგუფური ვარჯიშების სერვისებს აერთიანებს.

ამჟამად "ვორტექსი" ეძებს ტექნიკურ ასისტენტს ორი სხვადასხვა ფილიალისთვის.

პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 3 სამუშაო დღე;
** ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).

ძირითადი მოვალეობა-ვალდებულებები:

** კომპანიის ინფრასტრუქტურის ტექნიკურ და ვიზუალურ გამართულობაზე ზრუნვა;
** ფიტნეს დარბაზის ინვენტარის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** ფილიალის მასშტაბით, ელექტრო, წყალგაყვანილობის, სავენტილაციო, გათბობა/გაგრილების, კოსმეტიკური შეკეთება/შეღებვა და უსაფრთხოების სისტემების გამართულად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი და ჰქონდეს მართვის მოწმობა.

დამატებით:

** ფიტნეს დარბაზის უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ეს ფორმა .

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.