Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ნიკს ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

"ნიკს ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.

"ნიკს ჰოლდინგ" გახლავთ მზარდი, შედეგზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ოპერირებს ინვესტიციებისა და ვაჭრობის მიმართულებით ექვსი განსხვავებული ბრენდით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია სამუშაოდ იწვევს ახალ კურსდამთავრებულებს, ასევე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ახალგაზრდებს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 საათი, 1 საათი შესვენება;
** ანაზღაურება: შეთანხმებით;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელმძღვანელთან ერთად ბიზნეს პროცესების აღწერა და გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** სხვადასხვა რელევანტური ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
** ბიზნეს ამოცანების განსაზღვრის მიმართულებით მუშაობა;
** პროცესების ანალიზის შედეგად ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა და მათი ეფექტიანობის განსაზღვრა კომპანიისთვის.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პრობლემების მენეჯმენტის/გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** MS Office (Excel, PPT, Word) ცოდნა;
** Power BI-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

კომპანია გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის და დაწინაურების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** Fitpass-ში ჩართვის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე hr@niksholding.com და სათაურის ველში, მიუთითეთ ანალიტიკოსი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.