Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ქსელის ოპერატორის ასისტენტი
მომწოდებელი: ბარისტო
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ოპერატორის ასისტენტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

ქსელის ოპერატორის დახმარება სამუშაოს სრულფასოვნად და ხარისხიანად განხორციელების მიზნით, რაც გულისხმობს: ქსელში წარმოდგენილი აპარატების მუდმივად გამართულ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა "ბ" კატეგორია და მართვის გამოცდილება.
** ტექნიკური უნარ-ჩვევების ქონა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** კვირაში 5 სამუშაო დღე, სტანდარტულად 8 სამუშაო საათი; (შაბათი, კვირა და ოფიციალური უქმე დღეები - დასვენების დღე)
** ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება 1400 ლარი NET
** ჯანმრთელობის დაზღვევა - დასაქმებიდან 2 თვის შემდეგ
** Fitpass (ფარავს თანამშრომელი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე: hr@baristo.ge

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით ან წინამდებარე ვაკანსიაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია "ბარისტო" უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანია "ბარისტოს" მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში და კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული შეიძლება იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.