Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სარეკლამო მასალების სპეციალისტი
მომწოდებელი: კანტი
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო მასალების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სარეკლამო კომპანიებთან და სტამბებთან ურთიერთობა, ახალი კომპანიების მოძიება, ტენდერის გამოცხადება, სხვადასხვა პროექტის თუ კამპანიის ჭრილში. ფასების გამოკითხვა; საუკეთესო ფასის და ხარისხის თანაფარდობის შერჩევა.
** სარეკლამო თუ სხვა ანალოგიურ კომპანიებთან კონტრაქტის გაფორმება, შესყიდვის პირობების შეთანხმება. მოცემულ კომპანიებთან მატერიალების ხარისხის შემოწმება.
** შეკვეთის ჩაბარების ვადების კონტროლი და აღრიცხვა.
** კანტში არსებული დეპარტამენტებისგან მიღებული შეკვეთების დამუშავება და შეკვეთა. (სტიკერები, გარე ბანერები, სარეკლამო მასალები, მენიუები, მაისურები და ა.შ.) შესაბამის დეპარტამენტთან უკუკავშირი შესასრულებელ სამუშაოსა დამზადების ვადების შესახებ; ინფორმაციის მიწოდება კოლეგებთან.
** დიზაინერთან კოლაბორაცია სხვადასხვა შეკვეთებზე: რესტორნის ან ბარის მენიუ, გარე ვიზუალი, ივენთის ვუზუალი, სადგამი სარეკლამო მატერიალი და ა.შ. (დიზაინერთან სრული, დამუშავებული და დაზუსტებული, ინფორმაციის მიწოდება.)
** ბრენდ მენეჯერების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ახალი თუ არსებული ანოტაციების (ეტიკეტების) დამუშავება, დიზაინერისათვის და კონსულტანტისთვის გადაგზავნა, პროცესის მათთან ერთად დასრულება. შესაბამისი ანოტაციების შეკვეთა და მოწოდების ვადების კონტროლი.
** ივენთების დაგეგმარებაში ჩართულობა, მოთხოვნილი მატერიალების შექმნაში მონაწილეობის მიღება, შეკვეთა და ლოკაციაზე მიწოდების ორგანიზება, აქტიური პროექტებიდან გამომდინარე.
** ხარჯთაღრიცხვის წარმოება პროექტების ჭრილში;
** რეპორტის გაგზავნა ყოველთვიურად, შესრულებული სამუშაოების შესახებ.

მოთხოვნები: ანალოგიურ ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო ლოკაცია: გლდანი
გრაფიკი: 10:00-18:00 (მოიცავს 1 საათიან შესვენებას)
სახელფასო განაკვეთი: 1700 ლარი ხელზე ასაღები

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება
** ფიტპასი
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი
** ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე
** 3 ანაზღაურებადი Day Off
** მოსაწვევები კომპანიის მიერ დაორგანიზებულ ივენთებზე (Open Air, მუსიკალური საღამოები და სხვ)
** დაბადების დღის საჩუქარი
** კორპორატიული ღონისძიებები (საჩუქრებით და გათამაშებებით)

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ რეზიუმე გაგვიზიაროთ ელფოსტაზე: hr@kanti.ge (სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.