Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ყვარლის ღვინის გვირაბი
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

"ყვარლის ღვინის გვირაბის" ტერიტორიაზე საინტერესო სანახაობას წარმოადგენს დიდი რეკრეაციული პარკი, მდინარე, უძველესი ქვევრები, ძველი ქართული წყლის წისქვილი, ტრადიციული პურის საცხობი და ჭაჭის სახდელი. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ისეთ მასტერკლასებში, როგორიც არის ჭაჭის გამოხდა, თონეში პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, მწვადის შეწვა, რთველში მონაწილეობა და ყურძნის დაწურვა.

"ყვარლის ღვინის გვირაბი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

ნებისმიერ პოზიციაზე ტრანსპორტირების უზრუნველვყოფთ

პოზიცია: გიდი

** მოვალეობები: ყვარლის ღვინის გვირაბში ტურის ჩატარება, ღვინის დეგუსტაციის გაძღოლა, სტუმრებთან კომუნიკაციის დამყარება და სხვა
** ხელფასი: 1500 ლარი (ხელზე გასაცემი)
** გრაფიკი: 10:00-18:00 ან 12:00-20:00
** მოთხოვნები: ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა, კომუნიკაბელურობა, ღვინის სიყვარული
** დამატებითი ინფორმაცია: ხელფასის გარდა მოქმედებს ფინანსური წახალისების სისტემა

პოზიცია: სოციალური მედია მენეჯერი

** მოვალეობები: სოციალური მედია გვერდების მართვა, დაინტერესებულ პირებთან კორესპონდენცია და სხვა
** ხელფასი: 1300 ლარი (საწყის ეტაპზე)
** გრაფიკი: 09:00-18:00
** მოთხოვნები: სოციალური მედია პლატფორმების ცოდნა, კომუნიკაბელურობა, უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** რას გპირდებით: შეგასწავლით თანამედროვე პროგრამებს და მარკეტინგის საფუძვლებს, დაგაწინაურებთ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციამდე

პოზიცია: თონის პურის მცხობელი

** მოვალეობები: სტუმრებისთვის პურის გამოცხობის პროცესის ჩვენება და პურის გამოცხობა
** ხელფასი: 2000 ლარი
** გრაფიკი: 10:00 საათიდან 20:00 საათამდე. შეგვიძლია მოქნილი გრაფიკის შემოთავაზებაც.

პოზიცია: მიმტანი

** მოვალეობები: კერძების შეკვეთის აღება, მზარეულების ინფორმირება, კერძების სტუმრებთან მიტანა და სხვა.
** ხელფასი: 1600 ლარი
** გრაფიკი: 10:00 საათიდან 22:00 საათამდე
** დამატებითი ინფორმაცია: ხელფასის გარდა მოქმედებს ფინანსური წახალისების სისტემა, უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პოზიცია: გამწვანების თანამშრომელი

** მოვალეობები: კომპლექსის ტერიტორიისა და ნარგავების მოვლა-დასუფთავება
** ხელფასი: 1200 ლარი
** გრაფიკი: 09:00-18:00 (სრული განაკვეთი)

პოზიცია: ჭურჭლის მრეცხავი

** მოვალეობები: რესტორნის ჭურჭლის გარეცხვა ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენებით
** ხელფასი: 900 ლარი
** გრაფიკი: 10:00-10:00

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: Vacancy@winerykhareba.com. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.