Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: Interpressnews.ge-ს თარჯიმანი
მომწოდებელი: ახალი ამბები
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

"პალიტრა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია შპს "ახალი ამბები" აცხადებს ვაკანსიას Interpressnews.ge-ს თარჯიმნის (ქართული-რუსული) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ვებ-გვერდ interpressnews.ge-სთვის მასალების თარგმნა, მომზადება, ვებ-გვერდზე განთავსება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია მედიაში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული;

სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით, 09:30-დან 22:00-მდე (დისტანციური).
ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქუჩა #49;

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2 ნოემბერი

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.