Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

კომპანია "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-17:30 სთ-მდე
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ფინანსურ მონაცემთა ბაზების დამუშავება;
** ფინანსური ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება და ერთიან ფორმატში მოყვანა;
** სხვადასხვა ფინანსური მოდელის მომზადება, მათ შორის გაყიდვების ანალიზი, ეფექტიანობის შეფასებისთვის რელევანტური კოეფიციენტების დათვლა
კომპანიების ფინანსურ პროგნოზირებაში აქტიური ჩართულობა, მათ შორის ფულადი სახსრების დაგეგმვა და ანალიზი.
** ფაქტობრივი მონაცემების ბიუჯეტთან შედარება და ანალიზი
** სხვა მენეჯმენტისთვის საჭირო და საინტერესო ანალიტიკური ანგარიშგებების მომზადება

საკვალფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსურ ან მომიჯნავე სფეროში;
** IFRS სტანდარტების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, მათ შორის ექსელის პროფესიონალურ დონზე ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მთავარი ბუღალტერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.