Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ენისა და მეტყველების თერაპევტი
მომწოდებელი: მიელინი
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: ბავშვთა და მოზარდთა კონსულტაციის, დიაგნოსტირებისა და ინტერვენციის ცენტრის "მიელინის" მისიაა, ხარისხიანი მომსახურებების შეთავაზება განვითარების რისკის, შეზღუდული ან/და დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

პოზიცია: ენისა და მეტყველების თერაპევტი
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ანაზღაურება: განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის და კვალიფიკაციის მიხედვით, რომელიც ზრდადია კვალიფიკაციის ზრდის პარალელურად.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ინდივიდუალური გრაფიკი)

მინიმალური სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი პედაგოგიკასა ან დაწყებით განათლებაში/ფსიქოლოგიაში
ენისა და მეტყველების აკრედიტებული ტრენინგ პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია ტიპური ან ატიპური განვითარების ბავშვებთან)
** ინგლისურიდან/ან რუსული ენის B-1 დონე (ან დასახელებული ენებიდან ერთი მათგანის მინიმუმ სასაუბრო დონეზე ცოდნა)
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: Microsoft Office; Power Point, Google Drive.

ზოგადი მოთხოვნები:

** ბავშვთა უფლებების ძირითადი პრინციპების ცოდნა
** პროფესიული განვითარების სურვილი
** მიღწევის მაღალი მოტივაცია
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარები
** ლიდერული უნარ-ჩვევები
** კარგი დროისა და რესურსების მენეჯმენტი

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვის ოჯახთან პირველადი ინტერვიუს ჩატარება;
** ბავშვის შეფასება და შეფასების დასკვნის, რეკომენდაციების დაწერა;
** შეფასების დასკვნის და რეკომენდაციების მშობლებისთვის გაცნობა;
** ბავშვთან ინდივიდუალურად მუშაობა სუპერვიზორის რეკომენდაციით;
** ბავშვთან მუშობის მეთოდების, საჭიროებებისა და შედეგების მშობლისთვის გაცნობა, შესაძლო შედეგების წარმოჩენა;
** საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება;

შერჩევის ეტაპები და პროცესები:

კადრის შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: მიღებული დოკუმენტების გადარჩევა; წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით); სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო დეტალები მისამართზე: Myelinclinic@gmail.com დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.facebook.com/MyelinKutaisi

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 568 047 722


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.