Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ბავშვთა ფსიქოლოგი
მომწოდებელი: მიელინი
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: ბავშვთა და მოზარდთა კონსულტაციის, დიაგნოსტირებისა და ინტერვენციის ცენტრის "მიელინის"მისიაა, ხარისხიანი მომსახურებების შეთავაზება განვითარების რისკის, შეზღუდული ან/და დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

შერჩევის ეტაპები და პროცესები:

კადრის შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: მიღებული დოკუმენტების გადარჩევა და წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება

პოზიცია: ბავშვთა ფსიქოლოგი
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ანაზღაურება: განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის და კვალიფიკაციის მიხედვით, რომელიც ზრდადია კვალიფიკაციის ზრდის პარალელურად.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ინდივიდუალური გრაფიკი)

მინიმალური სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო ცოდნა ან 40 საათიანი ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსის გავლის სურვილი საკუთარი ხარჯებით (შესაძლებელია ქუთაისშივე)
** კომპიუტერული უნარ-ჩვევების ქონა: Microsoft Office, ინტერნეტი, Google Drive.
** ბავშვთან ინდივიდუალურ მიზნებზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (ქცევითი თერაპევტის სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესად)

ზოგადი მოთხოვნები:

** ინგლისური და/ან რუსული ენის B-1 დონე (ან დასახელებული ენებიდან ერთი მათგანის მინიმუმ სასაუბრო დონეზე ცოდნა)
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ტიპური ან ატიპური განვითარების ბავშვებთან - კერძოდ: აუტიზმის, ცერებრული დამბლის, ინტელექტუალური შეფერხების, ენისა და მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებთან)
** პროფესიული განვითარების სურვილი
** კარგი მეტყველებისა და აკადემიური წერის უნარები;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროისა და რესურსების მენეჯმენტი
** გარემოში სწრაფად ადაპტაციისა და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** რეაბილიტაცია-აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება ინტერდისციპლინურ გუნდთან ერთად (ბავშვთა ნევროლოგი, განვითარებისა და კლინიკური ფსიქოლოგები, ფიზიკური თერაპევტები, ენისა და მეტყველების თერაპევტები, ქცევითი თერაპევტები, ოკუპაციურ თერაპევტები თუ სხვ.) როგორც ინდივიდუალურად ბავშვთან, ასევე მშობლით გაშუალებული თერაპიული სესიებით.
** ბავშვის შეფასება/გადაფასება სხვადასხვა შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით, ინდივიდუალური სამუშაო წლიური გრაფიკის და რეაბილიტაცია აბილიტაციის გეგმის შემუშავება ინტერდისციპლინურ გუნდთან (მშობლის/მზრუნველის ჩათვლით) ერთად;
** დოკუმენტების მომზადება და მოწესრიგება, მათ შორის ელექტრონულად გუგლ-დრაივზე;
** მულტიდიციპლინური გუნდის კრებაზე მონაწილეობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით); სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო დეტალები მისამართზე: Myelinclinic@gmail.com დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.facebook.com/MyelinKutaisi

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 568 047 722


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.