Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
თანდართული ფაილი: 67407_ANKETA__8612029.zip
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიებს თბილისში განთავსებულ ფილიალში მოლარის პოზიციაზე.

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია საბანკო საქმის, ეკონომიკის ან/და ფინანსების სფეროში
** სავალდებულოა ბანკში მოლარის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** ნაღდ ფულთან მუშაობის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის არსებობა სასურველია
** ქართული და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის და მომსახურების უნარები (თავაზიანობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ)
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა
** სიზუსტე, ლოგიკური აზროვნება
** დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობისას ემოციური წონასწორობის შენარჩუნების უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** ყველა სახის ფულადი ოპერაციების წარმოება, საკასო მომსახურება
** ფიზიკური და იურიდიული პირებისგან ნაღდი ფულის მიღება/გაცემა
** ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების წარმოება
** დადგენილი წესის შესაბამისად პერიოდული ანგარიშგების ფორმების და ჟურნალების შევსება/წარმოება
** ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე".

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31/10/2024 წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ მონაცემებს სს "ხალიკ ბანკი საქართველო" ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-5 მუხლის "ა", "ი" და "კ" ქვეპუნქტების საფუძველზე.

კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს გამოცხადებულ ვაკანსიასთან, მათ შორის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.

კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განხილული იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.დაკავშირება.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ.

თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოითხოვოთ: ინფორმაცია; მონაცემთა გაცნობა და მათი ასლის მიღება; მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა ან ისარგებლოთ სხვა უფლებებით, თუ არ არსებობს ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.

თქვენი პოზიცია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ დროს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@hbg.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 032 224 07 07.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.