Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის პერსონალური მენეჯერი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის პერსონალური მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას #9

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

**ვიპ კლიენტისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება სერვის პლიუსის სტანდარტების დაცვით;
** ვიპ კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე ჯანმრთელობის პრევენციის დაგეგმვა (კლიენტის მოთხოვნების გათვალისწინებით/შეთანხმებით);
** ვიპ კლიენტისათვის მაქსიმალურად შეუფერხებელი მომსახურების მიღების უზრუნველყოფა (პროცესის გართულების შემთხვევაში მისი გამოსწორება);
** საჭირო დოკუმენტაციის მიღება და შესაბამის სამსახურისთვის მიწოდება;
** ხელშეკრულების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ანაზღაურებასთან დაკავშირებით და კლიენტისათვის შეტყობინება სერვისის სტანდარტების დაცვით;
** დადგენილი ფორმით და პერიოდულობით რეპორტინგი მენეჯერთან, ასევე პრობლემური სიტუაციებისა და ქეისების მენეჯერისათვის გაცნობა;
** დადგენილი ძირითადი ბიზნეს ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისურის ან/და რუსულის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ქართულად გამართულად საუბრის უნარი;
** აქტიური მოსმენის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imedil.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.