Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ცურვის ინსტრუქტორი
მომწოდებელი: მიელინი
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: ბავშვთა და მოზარდთა კონსულტაციის, დიაგნოსტირებისა და ინტერვენციის ცენტრის "მიელინის" მისიაა, ხარისხიანი მომსახურებების შეთავაზება განვითარების რისკის, შეზღუდული ან/და დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

შერჩევის ეტაპები და პროცესები:

კადრის შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: მიღებული დოკუმენტების გადარჩევა და წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება

პოზიცია: ცურვის ინსტრუქტორი
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ანაზღაურება: განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის და კვალიფიკაციის მიხედვით, რომელიც ზრდადია კვალიფიკაციის ზრდის პარალელურად.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ინდივიდუალური გრაფიკი)

ზოგადი მოთხოვნები:

** ცურვის ტექნიკების სწავლება სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებისათვის, მათ შორის განვითარების, ფიზიკური და სენსორული საჭიროებების დროს
** უსაფრთხოების წესების დაცვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა თერაპიის მიმდინარეობისას
** თითოეულ ბენეფიციარზე მორგებული ინდივიდუალური სამუშაო გეგმისა და სავარჯიშო გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს
** ინერდისციპლინარულ გუნდის წევრებთან, თერაპევტებთან და მშობლებთან კოორდინირებული მუშაობა ბავშვის საჭიროებების შესაბამისად
** პოზიტიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნა თერაპიის განმავლობაში, თვითრწმენისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის ხელშეწყობა
სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ტიპური ან ატიპური განვითარების ბავშვებთან - კერძოდ: აუტიზმის, ცერებრული დამბლის, ინტელექტუალური შეფერხების, ქცევითი სირთულეების, ენისა და მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებთან)

ძირითადი მოვალეობები:

** ცურვის ინსტრუქტორის სერტიფიკატი/დიპლომი
** პირველადი დახმარების ცოდნა/სერტიფიკატი
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭებათ სხვადასხვა ** დიაგნოზის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს
** ბავშვთან მუშაობისა და ქცევის მართვის ტექნიკების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** კარგი კომუნიკაციური და ინტერპერსონალური უნარები
** ემპათიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნა
** მულტიდისციპლინურ კრებებზე დასწრება და მონაწილეობა

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:

** კეთილმოწყობილი და მეგობრული გარემო
** კვალიფიკაციის პროპორციულად მზარდი ანაზღაურება
** პროფესიული ზრდისა და განვითარების უწყვეტი შესაძლებლობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით); სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო დეტალები მისამართზე: Myelinclinic@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.facebook.com/MyelinKutaisi

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 568 047 722


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.