Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.

კომპანია შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-17:30 სთ-მდე
ანაზღაურება: 4700 ლარი, 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ 5 000 ლარი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური და სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება-კორექტირება
** დაქვემდებარებულ პირებზე ფუნქცია-მოვალეობების სწორი დელეგირება და კონტროლი
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოების კონტროლი, გატარებების სისწორის დადგენა, სხვაობების გამოვლენა, მიზეზებში გარკვევა და გასწორება
** ყოველთვიურად შერჩევითი მეთოდით ხარჯებში გატარებული ტრანზაქციების შესაბამისი პირველადი დოკუმენტების შემოწმება და საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისობის დადგენა
** თვის და წლის დახურვის ოპერაციებში ჩართულობა, დეტალებში გარკვევა/კორექტირება და ანალიზი
** აქტივების, ვალდებულებებისა და მოთხოვნის ნაშთების ყოველთვიური კონტროლი
** წლის დახურვის საბუღალტრო ოპერაციებში ჩართულობა და კონტროლი.
** აუდიტისთვის საჭირო ინფორმაციის თავმოყრა, ჩაშლა და ანგარიშგებების მომზადება.
** გარე აუდიტის შედეგების საფუძველზე ბუღალტრულ ჩანაწერებში შესაბამისი კორექტირებების მონიტორინგი
** გარე აუდიტის დასკვნის განხილვა და მისაღები რეკომენდაციების განხორციელების მიზნით მმართველი გუნდისათვის წინადადებების წარდგენა;
** საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის დამყარება, საბანკო პროდუქტების და სალიზინგო მომსახურების საუკეთესო პირობების მიღების მიზნით;
** წლიური ბიუჯეტის შესადგენად კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა საჭირო ინფორმაციისა და მონაცემების მისაღებად.
** ბიუჯეტის პროექტის წარდგენა მენეჯმენტისთვის
** გარე აუდიტის შედეგების საფუძველზე ბუღალტრულ ჩანაწერებში შესაბამისი კორექტირებების განხორციელების უზრუნველყოფა;
** გარე აუდიტის დასკვნის განხილვა და მისაღები რეკომენდაციების განხორციელების მიზნით მმართველი გუნდისათვის წინადადებების წარდგენა;
ფინანსური უწყისების მოთხოვნისამებრ წარდგენა მენეჯმენტისა და მესამე პირებისთვის;
** საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა, საბანკო პროდუქტების და სალიზინგო მომსახურების საუკეთესო პირობების მიღების მიზნით, ასევე არსებული ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო და სხვა საფინანსო ხარჯის კონტროლი
** საბუღალტრო და ფინანსური სურათის მიხედვით ხარჯების ოპტიმიზაციისა და შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით მენეჯმენტისთვის არსებული სიტუაციის გაცნობა და შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსურ ან მომიჯნავე სფეროში;
** ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვების პრინციპები; IFRS სტანდარტებისა და ადგილობრივ საკანონმდებლო ბაზაში
** ფინანსური და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მცირე გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ფინანსური მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.