Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: პარტნიორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას #9

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალ ტრენდებზე, ბრენდებზე თვალის დევნება;
** პოპულარული და ახალი ობიექტების აღმოჩენა და მათთან თანამშრომლობა;
** მომხმარებლისთვის საინტერესო ბენეფიტების იდენტიფიცირება და მათი მოძიება;
** კომპანიებთან კომუნიკაცია და საუკეთესო შეთავაზებების მოძიება;
** კონტროლი და ანალიზი ბენეფიტების გამოყენებაში, შეთავაზების ოპტიმიზაციისთვის;
** ბენეფიტების პლათფორმების მართვა და მონიტორინგი;
** თანამშრომლებისთვის საინტერესო ბენეფიტების მოძიება;
** თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომი შეღავათების და ბენეფიტების შესახებ საინფორმაციო სესიების ორგანიზება და ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბრენდინგის, ბიზნესის და PR-ის მიმართულებით.
** აუცილებელია, მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.