Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: RIDGID GLOBAL
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

კომპანია "RIDGID GLOBAL" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟისა და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურება.

ფუნქცია მოვალეობები:

** საკუთარი ძალებით მსუბუქი ინდუსტრიული/საოჯახო ტექნიკის ინსტალირება
** ლოკაციებზე ტექნიკური გაყვანილობების გამართულობის უზრუნველყოფა (დაქსელვა, მონიტორინგი, ა.შ)
** ტექნიკური თუ საოპერაციო პრობლემის აღმოსაფხვრელად ზომების მიღება ექსპლუატაციის ნორმების სრული დაცვით
** პარტნიორ ორგანიზაციებში გეგმური და არაგეგმური მონიტორინგის განხორციელება;
** კომპანიის შიდა პროცედურების და რეგულაციების დაცვა;
** მიმდინარე და ახალი პროექტების ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ტექნიკური ხელსაწყოების გამოყენების მაღალი დონე
** მცირე ზომის საოჯახო/ინდუსტრიული დანადგარების ინსტალაციის გამოცდილება (ტელევიზორი, დაცვის ვიდეოკამერები, ყავის აპარატი, სერვერები.დაა.შ)
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საინსტალაციო ლოკაციაზე მომხმარებელთან გამართული კომუნიკაციის უნარი
** სავალდებულოა მხოლოდ B კატეგორიის მექანიკის მართვის მოწმობის ფლობა
(სამუშაო პროცესების წარსამართავად.კომპანია თავად გამოუყოფს ავტომობილს)

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა;
** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** ინიციატივის უნარი.

ლოკაცია: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი 1500+ (კვალიფიკაციის მიხედვით შესაძლებელია თანხა დაკორექტირდეს)

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე: ridgidglobal@gmail.com და გთხოვთ, აღწერის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.