Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: YOYOSO
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

მაღაზიათა ქსელი "YOYOSO" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: შეთანხმებით;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის მართვა;
** პერსონალის მართვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა;
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ms.Word, Ms. Excel);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლიდერის უნარ-ჩვევები;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@yoyoso.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "YOYOSO" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.