Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: რადიოლოგის ასისტენტი
მომწოდებელი: გაგუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

"გაგუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას რადიოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-დან 17:00-მდე
მისამართი: თბილისი ვაჟა-ფშაველას გამზ. 40

ძირითადი ფუნქციები:

** რადიოლოგის დახმარება სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებასა და პაციენტის მიღების პროცედურებში
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით (განიხილება რადიოლოგის რეზიდენტებიც);
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა - საკომუნიკაციო დონეზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@gaguaclinic.ge და ელ. ფოსტის საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "რადიოლოგის ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.